07:34 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 18:03:04, 1066 ნახვა

საზოგადოება
მდინარე მტკვრის დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - პოლიეთილენის პაკეტებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას ითვალისწინებს.

„თბილისის მერის დავალებით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ტარდება, რადგან დღეს დილიდან, მდინარეში დიდი ოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაფიქსირდა. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული აქცია მომდევნო დღეების განმავლობაში - ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ.

„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

                 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics