|
2019-05-07 17:45:57, 1865 ნახვა
სამართალი
პირი, რომელმაც ავტობუსის მძღოლი დაჭრა, დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მაისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიის სამარშუტო ავტობუსის მძღოლს გ. ბ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. „პოლიციამ გ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)