|
2019-05-07 14:59:56, 1004 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ფეხით სავალი ბილიკები და გარე განათების სისტემა. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და სარწყავი სისტემა მოეწყო. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჩიქოვანის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. ამ დროისთვის, სკვერების რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები, რომლის ღირებულება 119 362 ლარს შეადგენს, კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში, სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით, შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)