|
2019-05-07 13:06:11, 923 ნახვა
საზოგადოება
ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება
სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, ეკლესიის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დაიწყება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდ „ქართუს“გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა. ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეკლესიის მშენებლობის პროექტს ნიკოლოზ ჩხეტიანი დღეს სოფელ ძველ ხიბულაში, მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო. ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფონდიდან რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი. „დღეს ვიმყოფებით სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ფონდი „ქართუ“ კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ფონდ “ქართუს“ დაფინასნებით რეაბილიტაცია ჩუტარდება იმ სახლს, სადაც, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი. ასევე „ქართუს“ დაფინანსებით სოფელში აშენდება 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი”- განცახადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივებს „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა 29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და შიდა გზებს, მოხდება გაზით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)