|
2019-05-07 10:09:14, 1698 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ავტოპარკის განახლებას განაგრძობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო მანქანა გადაეცა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეტაპობრივად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ზრდა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)