|
2019-05-06 17:50:23, 1875 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას - „მეტი სიცოცხლისთვის“ აშშ-ის საელჩო შეუერთდა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას - #მეტისიცოცხლისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ს საელჩომ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე (https://www.facebook.com/usingeo/) აღნიშნული კამპანიის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. "საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს კამპანიას მეტი სიცოცხლისთვის. საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 500-მდე ადამიანი იღუპება და 9000-ზე მეტი ზიანდება. დავემორჩილოთ საგზაო უსაფრთხოების წესებს და ერთად შევამციროთ ეს სტატისტიკა," - წერია აშშ-ს საელჩოს გვერდზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია ერთი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი formore.life და Facebook გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლეა განთავსებული. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)