|
2019-05-06 16:51:14, 1135 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ ნდობაზე დამყარებულ კომუნიკაციას უნდა დავუბრუნდეთ“ - ქეთევან ციხელაშვილი პანკისელებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელმიფო მზადაა მოსახლეობასთან ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია განაახლოს. მინისტრის განცხადებით, დიალოგი პრობლემის გადაჭრის ერთადერთი უალტერნატივო გზაა. „რა თქმა უნდა, მე მაქვს და მთლიანად ხელისუფლებას სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რითაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდებოდა მოსახლეობასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია, თუკი ამის საჭიროება არსებობს, ყველასთან რა თქმა უნდა, და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი იმ კონფლიქტის გადაჭრაა, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ხეობაში ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)