|
2019-05-06 16:43:52, 1837 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ჯ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მეუღლეზე - რ.შ-ზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა, მიმდინარე წლის 30 აპრილს, თვითმკვლელობა სცადა. იგი ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას. პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. აღსანიშნავია, რომ ჯ.თ.-ს მეუღლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ჯ.თ.-ს მასთან მიახლოება აეკრძალა. გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)