|
2019-05-06 15:43:26, 1242 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო „ამირანიდან“ გადმოხტომით იმუქრებოდა
აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ირაკლი ფაჩულია სასტუმრო „ამირანიდან“ გადმოხტომით იმუქრებოდა. ირაკლი ფაჩულიას განცხადებით, ის დევნილთა დეპარტამენტისგან ბინით დაკმაყოფილებას წლებია ითხოვს. „ჩვენი მთავრობისგან ვითხოვ, რომ დამაკმაყოფილონ ბინით. დავიღალე ამ ცხოვრებით ან თავს მოვიკლავ, ან რაღაცით დამეხმარონ. მე ახლა ვიცი, თუ რაღაცას შემპირდებიან, ამის მერე დამიწყებენ თრევას აქეთ იქით. მათრიონ მერე... მთავარია, ჩემს შვილს თავშესაფარი ჰქონდეს. მეტი არაფერი არ მინდა“, - განაცხადა ფაჩულიამ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, სამაშველო და სახანძრო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ინციდენტის მონაწილეს ერთ-ერთი სასულიერო პირიც გაესაუბრა, რომელმაც ვითარების განმუხტვა შეძლო. ვითარების განმუხტვის შემდეგ ირაკლი ფაჩულიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. „ჩვენ საუბარს სამინისტროში გავაგრძელებთ. ჩვენთან კომუნიკაციის დასამყარებლად ნამდვილად არ იყო ეს ფორმა საჭირო. მისი მეუღლე ჩვენთან არაერთხელაა ნამყოფი. ჩვენ ამ ადამიანს ქირით უზრუნველვყოფთ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, თავის დროზე, როგორც ეს არის დადგენილი წესითა და კანონით, მიიღებენ ბინას“, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)