|
2015-06-26 17:38:58, 646 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა ტრეფიკინგთან და ძალადობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გამართა
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის კუთხით მეტროებთან და მის მიმდებარე ტერიტორიებთან საინფორმაციო კამპანია გამართა. ფონდის თანამშრომლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები, მაისურები და ჩანთები დაურიგეს, რომლებზეც ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომრებია აღნიშნული. „ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიებს, როგორც ოჯახში ძალადობის, ასევე ადამიანით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის კუთხით. ჩვენი მიზანია, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობას ორივე თემაზე მოკლე ინფორმაცია მივაწოდოთ. აქცენტი გვინდა გავაკეთოთ ცხელ ხაზზე, რომლებიც 24 საათიანია. მასზე დარეკვა ანონიმურია. როდესაც ადამიანი უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად აპირებს წასვლას, მას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე, ჩვენს იურისტებთან კონსულტაცია გაიარონ. ასევე, ოჯახში ძალადობის კუთხითაც, ჩვენი იურისტები ამომწურავ პასუხებს გასცემენ“, – აღნიშნა „ექსპრენისუთან“ საუბარში ტრეფიკინგის ფონდის პრესსმდივანმა ქეთი ბეროშვილმა. ამასთან, ფონდის იურისტის, ირაკლი ჭყონიას თქმით, ტრეფიკინგის ფონდმა, მსგავსი ტიპის აქცია სარფის გამშვებ პუნქტთან განახორციელა. „იქ საზღვარია და ეს თემა ძალიან აქტუალურია. საინფორმაციო ბროშურები უცხოელებსაც დაურიგდათ. ზოგადად, ეს საინფორმაციო კამპანია უკვე ძალიან დიდი ხანია დაწყებულია. ამ ეტაპზე როგორც ფლაერების, ჩანთების და მაისურების დარიგება მიმდინარეობს, ასევე შეხვედრები იმართება თბილისისა და რეგიონების სკოლებში. იმერეთის რამოდენიმე სკოლაშიც ვიყავით, მისვლას ვგეგმავთ აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შემდეგ სამცხე–ჯავახეთში. ეტაპობრივად, ვგეგმავთ, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ავითვისოთ“, – აღნიშნა ჭყონიამ. ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი – 2 309 903 ტრეფიკინგის ცხელი ხაზი – 2 100 229
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)