|
2019-05-06 10:26:19, 1727 ნახვა
სამართალი
მართლწესრიგის ოფიცრები კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტის აკადემიის 150 მოსწავლე და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს მართლწესრიგისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის - "მართლწესრიგის ოფიცრის" ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)