|
2019-05-03 11:09:11, 1241 ნახვა
საზოგადოება
მეტროს შეფერხების მიზეზი ლიანდაგებში მოქალაქის ჩავარდნა გახდა
თბილისის მეტროპოლიტენის შეფერხებით მუშაობის მიზეზი მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგებში მოქალაქის ჩავარდნამ გამოიწვია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. „სარაჯიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა. ამ დროსთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის სამაშველოს წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მეტროპოლიტენი შეფერხებით „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“ მუშაობს. ამ დროისთვის მოქალაქეები ვერ სარგებლობენ „ახმეტელის თეატრის“, „სარაჯიშვილის“, „გურამიშვილისა“ და „ღრმაღელის“ სადგურებზე. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, - აცხადებენ მეტროპოლიტენში. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება მეტროპოლიტენის სრულად ამუშავება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)