|
2019-05-02 12:51:47, 1159 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე გაკეთდა ბორდიური და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხში დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში გზის საფარი ათეულობით წლებია არ შეკეთებულა. იმდენად ამორტიზებული იყო გზა, რომ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა აღნიშნული ტერიტორია უკვე კაპიტალურად არის მოწყობილი. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ზედაუბნის ქუჩაზეც და ჩიხებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 142 451 ლარი გამოყო.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)