|
2019-05-01 12:43:20, 1272 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზზე დეპუტატები არ საუბრობენ და პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. "ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას არ ვაპირებ.ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, რა გაუკეთებია ? მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია. ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ ერთი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა. რა უნდა მომხდარიყო, ჰკითხეთ თავად მას", - აცხადებს ნიკა მელია. ზაზა პაპუაშვილი, თავის მხრივ, დაპირისპირების მიზეზებზე სასაუბროდ ნიკა მელიასთან გვამისამართებს. "თავად მას ჰკითხეთ. მაგის საკრიტიკებელი ვინ არის? რამ გამოიწვია და რაც არის და ვინც არის ნიკა მელია, მიკროფონებთან საუბარი რა საჭიროა, არ იცით, ვინ არის? გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო, მიკროფონები და კამერა, რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ასეთი უზრდელობის და უტაქტობის გამო, პროვოკატორია ჩვეულებრივი, მეტი არაფერი. არჩევნები ახლოვდება და რაღაც თემების აწევა უნდა" , - განაცხადა პაპუაშვილმა. "რაღაც თემებზე" პაპუაშვილი არ საუბრობს. ის ადასტურებს, რომ იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)