|
2019-05-01 12:07:36, 1071 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინიატრმა, მამუკა ბახტაძემ მიმართა. პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმოადგინა. მამუკა ბახტაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვასა და უნიკალური სახეობების აღდგენის მნიშვნელობას. „დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებს არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს მთავარი ფუნქცია, ბუნებაში აღწარმოების მიზნით, ადგილობრივი ფლორასა და ფაუნის მონიტორინგის გაწევა იქნება. „ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიის ფარგლებში აქ დაფუძნდება „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომელიცა ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველი „კოლხური ხოხობი" გაუშვეს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)