|
2019-04-27 13:25:33, 2139 ნახვა
სამართალი
„ორმა კაცმა მცემა, ბავშვიც დაასახიჩრეს“ - ახალგაზრდა ქალი ყოფილ ქმარს და მის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს
Facebook-ის მომხმარებელი თეკო მიქაძე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მასზე ორმა კაცმა და ერთმა ქალმა ფიზიკურად იძალადა. მიქაძის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც თქვა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი ყოფილი მეუღლის სახლში სცემეს. შემთხვევა ვანში მოხდა. როგორც ქალი აცხადებს, ის მეუღლეს რამდენიმე წლის წინ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო დაშორდა. გარდა ამისა, მიქაძის მტკიცებით, ყოფილი მეუღლის ოჯახი რამდენჯერმე მის მამას ფიზიკურად გაუსწორდა. "მამაჩემი სამჯერ ცემა ჩემმი ყოფილი ქმრის ოჯახმა. ერთხელ ჩემმა ყოფილმა მამამთილმა გადაარტყა თავში რკინა და ორჯერ ჩემმა ყოფილმა ქმარმა მუცელში ჩაარტყა. ქმარსაც რა თქმა უნდა იმიტომ დავშორდი რომ ყველანაირად ძალადობდა ჩემზე, რასაც აქამდე არ ვამბობდ, იმიტო რომ ისეც ჩემ შვილს ვუფრთხილდებოდი. ამდენი წელია ვისაც უნდა ყველა მე მირტყამს ან ჩემს ოჯახს და კაცი შვილი არაა პატრონი. პოლიციაში წავიდე რა აზრი არ აქვს თემოს მამა პოლიციელია", - წერს ქალი და ნაცემი ბავშვის ფოტოს აქვეყნებს. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ მოახდინა რეაგირება და გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)