|
2019-04-25 16:53:16, 1419 ნახვა
საზოგადოება
სსგს ზუგდიდში წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ზუგდიდში რეგისტრაციის შესახებ, განმარტებას აკეთებს: სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, 2019 წელს, 1 იანვრიდან დღემდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 310 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან 101 პირი სხვა რეგიონიდან ან მუნიციპალიტეტიდან გადავიდა, 209 პირი კი ისედაც ზუგდიდის მკვიდრი იყო, რომლებიც ერთი მისამართიდან მეორეზე გადავიდნენ საცხოვრებლად. „მეტი სიცხადისთვის და შემდგომში გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ იმ მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა რეგისტრაციის ცვლილების სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე ეხმიანება დღეს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს თბილისის მკვიდრს - ლელა ბექაურს ამ დღეებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა და საცხოვრებლად, თბილისის ნაცვლად, ზუგდიდში მდებარე მისამართზე დარეგისტრირდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაამოწმა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნული მოქალაქის მონაცემი, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ ლელა ბექაური 2004 წლიდან რეგისტრირებულია თბილისის ზღვის უბანში, მეტიც - ხსენებულ ქალბატონს არა თუ არ შეუცვლია საცხოვრებელი მისამართი, მას ამგვარი მოთხოვნით არც კი მოუმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)