|
2015-06-25 16:25:50, 575 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“ შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მემორანდუმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და „ახალი უმაღლესი სასწავლებლის“ რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს სასწავლებლის სტუდენტებისათვის ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე; წარჩინებული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით ტრეინინგების ჩატარებას, ასევე, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ"-ის მიერ გამართულ ღონისძიებებში უნივერსიტეტის ჩართულობას. თავის მხრივ, სასწავლებელი შეარჩევს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პრაქტიკის გავლის მიზნით; ჩაერთვება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სამეცნიერო სტატიების მომზადებას და შერჩევას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კვარტალურ გამოცემაში „საქართველოს ევროპული გზა" გამოქვეყნების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საექსპერტო მხარდაჭერას. ხელმოწერის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მზაობა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)