13:10 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 10:42:08, 1173 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა.

ახლადშექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი - კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.  

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 15-დან 28-წლამდე ასაკის მუსიკოსებს აერთიანებს, მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა.

ორკესტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტს წარადგენს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics