|
2019-04-18 16:04:49, 1580 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაკმაყოფილოთ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ამ დროისთვის, 60-მდე სხვადასხვა პროექტია დაფინანსებული“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ. მიმდინარე წელს სადარბაზოების რეაბილიტაცია რვა მისამართზე უკვე განხორციელდა. ვაჟა-ფშაველას N26-ის პარალელურად, სამუშაოები დამატებით, 14 მისამართზე მიმდინარეობს. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ამ დროისთვის, 11 ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება, შვიდი ლიფტის შეკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია. საბურთალოს გამგეობის მიერ სადარბაზოების რეაბილიტაცია 406 621 ლარით, ხოლო ლიფტების შეკეთება 426 241 ლარით ფინანსდება.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)