19:36 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 10:11:24, 2180 ნახვა

ეკონომიკა
წელს წიაღის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 5 ათასით ზრდა იგეგმება

წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა, დასახელდა ის მაჩვენებლები, რომელთა მიღწევასაც უახლოეს წლებში დაგეგმილი აქტივობებით ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტო გეგმავს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის კიდევ 5 000 - ით, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი. ამ დროისთვის, აღნიშნულ სექტორში 30,000 -ია დასაქმებული.

„მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები“, - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics