|
2019-04-16 19:24:41, 1964 ნახვა
კომენტარი
ჯავახაძე: კამპანიით „მეტი სიცოცხლისთვის“ გვინდა, რომ საზოგადოებას პრობლემის სიმწვავე დავანახოთ
"კამპანიით „მეტი სიცოცხლისთვის“ გვინდა, რომ საზოგადოებას პრობლემის სიმწვავე დავანახოთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია "იმედის" ითერში განაცხადა. ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. „ამოტრიალებული მანქანების დროებითი ინსტალაციები მთლიანი კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ინსტალაციებთან ერთად, ქალაქში უკვე გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, რომლებსაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ასევე, ტელესივრცეში უკვე გამოჩნდა შესაბამისი ვიდეოკლიპები, ეს კამპანია საკმაოდ ყოვლისმომცველია. რაც შეეხება რეაქციას, რომელიც არის თუნდაც ძალიან კრიტიკული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კამპანიით გვინდა, რომ საზოგადოებას დავანახოთ პრობლემის სიმწვავე და საზოგადოების თითოეული წევრის ყურადღება მივაპყროთ ამ პრობლემას და მის სიმწვავეს. შესაბამისად, თუნდაც კრიტიკული აზრი ამ კამპანიაში ფაქტობრივად ჩართვას და მონაწილეობას გულისხმობს. ყველა ადამიანმა, რომელმაც „დაპოსტა ფეისბუქზე“ და გამოთქვა თავისი აზრი, ფაქტობრივად, ამ კამპანიის გავრცობას შეუწყო ხელი. შესაბამისად, არ გაგვკვირვებია ასეთი რეაქცია და შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა კიდეც იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად არავის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ამ კამპანიის დაწყება“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, სტატისტიკურად თუ რა არის მთავარი პრობლემა და ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა უშუალოდ მძღოლების მიერ უპასუხისმგებლო ქმედებებით არის გამოწვეული. „რამდენიმე მიზეზი შეიძლება დავასახელოთ, ბოლო 3 წლის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთელი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 86%-ში, მიზეზი არის უშუალოდ მძღოლის ე.წ. უპასუხისმგებლო ქმედება გზებზე. მათ შორის არის სიჩქარის გადაჭარბება, მათ შორის არის საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობა, საპირისპირო ზოლზე გადასვლა და მანევრირების წესების დარღვევა. რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, ეს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ მთელი შემთხვევების 26% სწორედ სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. შეიძლება მარტივად ითქვას, რომ სტატისტიკურად ყოველი მეოთხე ავარია ხდება სიჩქარის გადაჭარბების გამო. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მესიჯი, რომ ეს არის პრობლემა და რომ ამ პრობლემას საზოგადოებამ შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოს.“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)