14:18 - 22 Jul, 2026
|
2019-04-16 19:11:13, 1951 ნახვა
სამართალი
„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან 3 მუშა გადავარდა - ვიდეო
"პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადავარდა, - ამის შესახებ ვიდეომასალა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. კუპრაძის თქმით, ისინი ორ ყრუ კედელს შორის, ნახევარ მეტრიან სივრცეში ჩავარდნენ. ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა ჩანს, რომ მუშებს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდათ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)