|
2019-04-16 14:54:09, 2076 ნახვა
კომენტარი
ბესელია - ირაკლი კობახიძეს ურჩევნია ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს, მაგრამ კეთილი ინებოს და რეგლამენტს პატივი სცეს
„მესმის, ბოლო პერიოდის ტენდენციებით კობახიძეს ახირებები აქვს, ურჩევნია ყველაფერი იკადროს ოღონდ არ დამინახოს, მაგრამ კეთილი ინებოს და რეგლამენტს პატივი სცეს“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. რეგლამენტის დარღვევაზე საუბრისას, მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად მოამზადა, დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. „მაინტერესებს რატომ მიეჩვია პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტის დარღვევას. ამ შემთხვევაში არღვევს 94-ე მუხლს, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ განცხადებებში ჩაწერის შემდეგ, თანმიმდევრობის დაცვა სავალდებულოა. სადაც გოგიჩაიშვილი ჩაეწერა, იქვე ჩავეწერეთ მე და ზვიად კვაჭანტირაძე. მესმის, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციებით ისეთი ახირებები აქვს ირაკლი კობახიძეს, ურჩევნია ყველაფერი იკადროს ოღონდ არ დამინახოს, მაგრამ კეთილი ინებოს და რეგლამენტს პატივი სცეს. დარღვეულია რეგლამენტი და დარღვეულია რეგლამენტის წესი. მაინტერესებს რატომ აძლევს თავს უფლებას პარლამენტის თავჯდომარე რეგლამენტს პერსონალური გადაწყვეტილებებით გადააბიჯოს მაშინ როცა უნდა.მაწუხებს არა ის, ჩემთან დაკავშირებით როგორ იქცევა ირაკლი კობახიძე, არამედ როგორ ექცევა პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც პირველ რიგში თავად უნდა სცემდეს პატივს. ეს არ არის არავის პირადი სივრცე. გადავხედე დღის წესრიგს და ვერ ვხედავ კანონპროექტს, რომელიც ერთი კვირის წინ იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა. ეს არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. დასრულდა განხილვა, მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დასკვნა და კანონპროექტი მასალებთან ერთად უნდა ყოფილიყო გადაგზავნილი საორგანიზაციო დეპარტამენტში იმისთვის, რომ იყოს დღის წესრიგში. ეს მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ უკვე ჩასმულია ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ, ასე ნაჩქარევად, უპატივცემულოდ, საზოგადოების ინტერესების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე განიხილა კომიტეტმა, არის დღის წესრიგში. მაინტერესებს, რატომ იქცევა ასე იურიდიული კომიტეტის თამვმჯდომარე და რატომ არღვევს წესს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა. მან იურიდიულ კომიტეტს კანონპროექტის წარმოდგენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ბიუროს სხდომის შემდეგ, საკითხს, რომელზეც ბესელია საუბრობს, დღის წესრიგში შეიტანენ.
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)