14:18 - 22 Jul, 2026
|
2019-04-16 09:55:27, 2024 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის" ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)