16:02 - 20 Aug, 2026
|
2019-04-11 17:10:05, 1734 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც "ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)