|
2019-04-11 16:00:51, 2312 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოება შეწყვიტა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლო კოლეგიამ განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი უკან დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ კოლეგიამ სარჩელი არ განიხილა. როგორც საქმის მოსამართლემ განმარტა, სარჩელზე ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს. სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა. დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე მოსამართლეების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. „ჩვენ ამას ვიძახდით, რომ საქმე სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, არათუ უარი უთხრას. ჩვენი შუამდგომლობაც ამაში მდგომარეობდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს იურიდიული ინტერესი“, - აღნიშნა ადვოკატმა. რაც შეეხება თავად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, მას სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)