|
2019-04-10 16:36:50, 2208 ნახვა
სამართალი
შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული 2 პირი: ი.ბ. და ლ.ა. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია „ალტა ოქეის“ გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები თბილისში მდებარე ლომბარდებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)