|
2019-04-10 15:34:40, 1355 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი: სიცრუეა, რომ თითქოს დაავადებული ხეების ნაცვლად ჯანსაღი ხეები იჭრება
ინფორმაცია დაავადებულის ნაცვლად ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ისაუბრა. მან მედიას დაავადებული ხეების ამსახველი ფოტომასალა აჩვენა, სადაც ხე ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა რეალურად, მისი ქერქის ქვეშ სხვა მდგომარეობაა. გიგა გიგაშვილის თქმით, დაავადებულ ხეებთან დაკავშირებით სამი კვირის წინ შედგა სპეციალური კომისიის სხდომა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან. „დღეს, კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ დაავადებული ფიჭვების ნაცვლად იჭრება ჯანსაღი ფიჭვები და თითქოს ეს ტერიტორიები უნდა იქნეს სამშენებლოდ გამოყენებული, რაც სიცრუეა. დაახლოებით სამი კვირის წინ იყო სპეციალური კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო ეს საკითხი. სხდომაზე მოწვეული იყო, როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე, ასევე, ყველა ჩართული სამსახური, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ის კვლევები, რომელიც ასახავს დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ასევე, წარმოდგენილი იყო დედაქალაქის გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტი. აღსანიშნავია, რომ არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ დასწრებია“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, ხეების დაავადება დადასტურებულია კვლევებით, რომელთა საფუძველზე დედაქალაქში სანიტარიული ჭრის მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. მოჭრილი ხეების კი ახალი ნარგავებით ჩანაცვლდება. „ყველა ტერიტორიაზე, ეს იქნება კერძო საკუთრება თუ მუნიციპალური, სადაც განხორციელდება სანიტარიული ჭრები, აუცილებლად მოხდება მათი ჩანაცვლება იმავე რაოდენობით ჯანსაღი ხეებით. მემორანდუმი, რომელიც გააფორმა დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიებთან, სწორედ ამას ემსახურებოდა“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)