|
2019-04-10 12:55:02, 1527 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების რიგებს 6 ქალი შეემატა
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე კიდევ ექვსი ქალი დასაქმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ექვსივე ქალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“,დამატებით, ექვსი ქალი დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსიგაიარეს,რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამადღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მათი ნაწილი კი უკვე ჩამოსულია“, - განაცხადა თბილისის მერმა. ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებშიმიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასისახავდამიზნად. სასწავლო კურსი 25-მა ქალმაგაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობააეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერანაზღაურდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)