|
2019-04-10 12:09:00, 4652 ნახვა
სამართალი
მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ შესამებამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საუბარია "ცენტრ პოინტის" საქმის „მიონის" ეპიზოდზე. მხარეები სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც თანხების მითვისება მოხდა, მომხდარში მაია რჩეულიშვილს ადანაშაულებს. ჟორდანიამ სასამართლოს მამხილებელი ჩვენება მისცა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ხსენებულ საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)