|
2015-06-24 17:28:13, 564 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსებას იწყებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისია C ჰეპატიტის დიაგნოსტირების თანადაფინანსებას იწყებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ და ჯანდაცვის კომისიის თავჯდომარემ გიზო სართანიამ დღეს გამართულ ჯანდაცვის სხდომაზე განაცხადა. „ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც გამგეობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსებას იწყებს. მინდა დავაზუსტო, რომ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა არის იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ასეთი ოჯახი დაფინანსდება დიაგნოსტიკის დადგენილი ღირებულების 30 %-ით. ყველა სხვა მოსარგებლისთვის კი -70% “,– განაცხადა გიზო სართანიამ. ჯანდაცვის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 58 სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობაზე და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაზე მიღებული განცხადება განიხილა. შემოსული განცხადებებიდან ერთი მოქალაქე მოითხოვდა C ჰეპატიტის დიაგნოსტირებაში თანადაფინანსებას, დანარჩენები კი ტომოგრაფიულ და ასევე ძვირადღირებული მედიკამენეტბის შეძენას. 58 განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული სამედიცინო მომსახურეობისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 16.250 ლარი გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)