|
2019-04-09 15:32:51, 1582 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: მივედი ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს
მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის გაცხადებით, მან 9 აპრილის მემორიალთან მისულ სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას არაფერი უპასუხა. „სპეციალურად მივედი, რომ დამესვა მისთვის ერთი შეკითხვა, მივედი ზურაბიშვილთან და დავუსვი ასეთი კითხვა: თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა, რამე პასუხს ხომ არ გავცემდით-მეთქი. ორჯერ-სამჯერ ბეჭებზე ხელი დავარტყი, შემოტრიალდით ქალბატონო-მეთქი, არც შემოტრიალებულა. თავი ჩაღუნა და მანქანისკენ წავიდა. გაზვიადებულად არ ვიძახი მთელს ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი თანამდებობის ადამიანს ყველას რცხვენია ჩემი“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)