|
2019-04-09 14:52:33, 1494 ნახვა
საზოგადოება
ქობულია: ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია
„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების იდეა სიცოცხლის ფასად დაიცვეს და ეს იდეა რეალობად იქცა 2 წელიწადში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, სადაც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლით დასრულდა. გიორგი ქობულიას განცხადებით, ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს დიდწილად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას სიცოცხლე შესწირეს.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)