|
2019-04-09 14:52:04, 1394 ნახვა
საზოგადოება
გიგა მაქარაშვილმა „დამოუკიდებლობის მარში“ დაიწყო
„რუსეთი ოკუპანტია“ - ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა „დამოუკიდებლობის მარში“ დაიწყო. აქცია-მსვლელობა, რომელიც გორიდან დაიწყო, მესტიაში დასრულდება. „სიმბოლურად, 9 აპრილს, თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დაღუპვის დღეს, გორიდან ფეხით მსვლელობას ვიწყებ. ჩემი მიზანია, შემოვიარო საქართველოს, დაახლოებით 50-მდე ქალაქი და 400-მდე სოფელი და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მესტიაში დროშა აღვმართო“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ, სლოგანით „რუსეთი ოკუპანტია“ მაქარაშვილი უკვე მესამე აქცია-მსვლელობას მართავს. პირველი მსვლელობისას მან 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა. კიდევ ერთი მსვლელობა მაქარაშვილმა სოხუმის დაცემას მიუძღვნა. მან მსვლელობა 14 სექტემბერს თბილისიდან დაიწყო და 13 დღეში ენგურის ხიდზე დაასრულა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)