|
2019-04-09 14:46:55, 1242 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა
9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პოლიციელებს რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, მართლაც უდიდესი პატივი მხვდა წილად, ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გმირობით დაამტკიცა, თავის თავგანწირვა ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოსთვის. სწორედ ეს არის ის მთავარი ღირებულება რაზეც დაფუძნებულია ქართული პოლიცია. და ყველა ჩვენგანი, ვინც დღეს ამ პროფესიას ემსახურება, ვალდებულია ახსოვდეს თქვენი თავდადება, როგორც ქართველი ხალხის სამსახურში დგომის უდიდესი მაგალითი. 9 აპრილს, ქართული პოლიცია - თითოეული თქვენგანის შემადგენლობით, არათუ არ დაემორჩილა რუს გენერალს და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და დასახიჩრებას. ყველას გვახსოვს, რომ თქვენ, გმირულად, სრულიად უიარაღოდ, რუსეთის ტანკების წინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადაეფარეთ ჩვენ მოქალაქეებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. რომ არა თქვენ, ნამდვილად კიდევ უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავდა რუსული არმია“, - განაცხადა კახა საბანაძემ. ვეტერან პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით მადლობის სიგელები და საქართველოს დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)