|
2015-06-24 11:39:35, 537 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე ყურადღების გარეშე არ არის
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა წარმატებულია. როგორც მან საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა-2014-ის პრეზენტაციაზე განაცხდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს დიდი წვლილი აქვს. „სწორედ დავით სერგეენკოს დამსახურებაა, რომ ეს პროგრამა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარზდა. ეს თვიდანვე მიზნად დავისახეთ და სწორედ შედეგები იმაზე მეტყვეელბს, რომ ეეს პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დღეს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის ყურადღების გარეშე. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიიღოს, უფასო ჯანდაცვა. დღეისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე სარგებლობს საბაზო სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის დაახლოებით, 3 მილიონზე მეტი ადამიანი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ხოლო დაახლოებით 500 000 ადამიანი კერძო და კორპორატიული დაზღვევის პროგრამაშია ჩართული“, - აღნიშნა პრემიერმა. მან მადლობა გადაუხადამსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზციას, მსოფლიო ბანკს, USAID-ს , რომელებიც საქართველოს აქტიურ დახმარებას გვიწევთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)