|
2019-04-09 10:41:22, 1158 ნახვა
საზოგადოება
შსს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მაგირუსისგან“ 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ‘’მაგირუსისგან’’ 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს. გერმანული კომპანიის წარმოებული 25 მანქანა თბილისში 2019 წლის ბოლოს, 5 კი 2020 წლის დასაწყისში შემოვა, რითაც სრულად განახლდება თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი. პროექტის ფარგლებში, თბილისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტომანქანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. ავტომანქანების ტენდერის გზით შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯება. თანამშრომლობის მემურანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრივილმა და კომპანია ‘’მაგირუსის’’ გაყიდვების მენეჯერმა ამიერკავკასიაში, ვილჰელმ ტიტკემ მოაწერეს. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)