|
2019-04-08 15:11:13, 1601 ნახვა
საზოგადოება
სახელისუფლებო ტროლები TBC-ის, NGO-ების და მედიის წინააღმდეგ - MDF-ის კვლევა
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალურ ქსელში არსებულ ყალბ პროფილებთან (ე.წ. ტროლები) დაკავშირებით, კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, გამოვლინდა Facebook-ის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების - ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) - მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 - სერიალის პერსონაჟების, 1 - ფეისბუქ მომხმარებლის, ხოლო 1 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის. „ტროლების სამიზნე TBC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიაა, რომელთა წინააღმდეგ პოსტები კამპანიურად ქვეყნდება და ერთგვაროვანი შინაარსისაა. არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სახელისუფლებო ტროლების მობილიზება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ კვლევებს; ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტის გია აბაშიძის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშს და 15 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასათავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ აქციას, "კლანი უნდა წავიდეს" უკავშირდებოდა“, - ნათქვამია კვლევაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)