13:05 - 22 Jul, 2026
|
2019-04-06 13:31:03, 2008 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მარნეულში, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ი. მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე 3 ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)