|
2019-04-06 10:19:12, 2054 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 2 აპრილს ა.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელსაც მისი ოჯახის წევრი ესწრებოდა. გამოკითხვის დროს ა.მ-ს დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი საკუთრებაა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ ამოღებულ სამკაულებზე ჩატარდა ამოცნობები და სამივე დაზარალებულმა მათი კუთვნილი ნივთები ამოიცნეს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)