|
2019-04-05 15:13:32, 1876 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე - ნამდვილად ვუთხარი მამუკა ხაზარაძეს, რომ თვალს ვერ დავხუჭავდით და შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა
ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავდით, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „თიბისის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული იყო. „ჩვენი საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება, რაც ხშირად ხდება ხოლმე. არავის მოსწონს, როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა. ვიმეორებ, გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა აღნიშნული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბადრიმ, საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად, მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ“, - განაცხადა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, 4 მარტს, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ერთ-ერთ ჩემს საუბარში, როცა 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მე მივედი და ვუთხარი - „რა გინდათ? იქნება პირდაპირ მითხრათ“. მაშინ არ მეგონა, რომ ამდენი რაღაც ხდება კულისებში. მან ხელი აწია და თქვა, რომ პოლიტიკოსები და ასე შემდეგ... მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი. მან მითხრა, რომ იქნება მიჩივლო სასამართლოშიო. ვიფიქრე, რომ ალბათ კაცი გამოუვალ მდგომარეობაშია და შევედით სასამართლოში. მერე ეს 10 ათასი ლარი არ მოეწონათ ვიღაცებს და დაგვაჯარიმეს მილიონით“.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)