|
2019-04-05 12:14:12, 1156 ნახვა
საზოგადოება
„ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-6 ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის“ ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო რუმსში “პროექტის “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საქართველო ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. სწორედ, კონვენციის 26-ე მუხლი ავადებულებს მხარეებს განსაზღვრული პერიოდულობით, მოამზადოს, ქვეყანაში კონვენციის დანერგვის მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები. შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა, მიზნად ისახავდა ანგარიშის მომზადების პროცესების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ინფორმირებას შემდგომი თანამშრომლობისთვის. პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების აიჩი მიზნების (Aichi Biodiversity Targets) მიღწევის ანგარიშგებას.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)