13:13 - 07 Jul, 2026
|
2015-06-23 18:46:58, 577 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციას - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ შეუერთდნენ
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“. აღნიშნული აქციის მიზანია მძიმე პათოლოგიით დაავადებული პაციენტების, ახალშობილების და მოზარდების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მობილური ჯგუფი შს სამინისტროს ეწვია. საპატრულო პოლიციის 100-მდე თანამშრომელმა სისხლი გაიღო. საქველმოქმედო აქციის მონაწილეები ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. შსს-ს მსგავს აქციაში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)