|
2015-06-23 18:43:41, 722 ნახვა
საზოგადოება
სტიქიით დაზარალებულთათვის აჭარის მთავრობიდან 117 500 ლარი გადაირიცხა
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობამ 117 500 ლარი შეაგროვა. ქველმოქმედებისთვის თანხები გაიღეს შემდეგი უწყებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა: აჭარის მთავრობის აპარატი, აჭარის უმაღლესი საბჭო, სამინისტროები, საქვეუწყებო დაწესებულებები, მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგეობები, რესურსცენტრები, სსიპ-ები, შპს-ები და აიპ-ები. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები დაზარალებული ოჯახების წევრების ბათუმში ჩამოყვანასა და დასვენებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების 25-25 ბავშვი 2 ნაკადად დაისვენებს. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასვენება ბათუმში, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ბაზაზე მოხდება. ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, 300-მდე დაზარალებული ოჯახისთვის შეგროვდა სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც 17 ივნისს თბილისში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)