|
2019-04-04 16:39:50, 2210 ნახვა
სამართალი
ახალქალაქში, სომხურ სამლოცველოში დაუდგენელმა პირებმა ხატები დააზიანეს [ვიდეო]
ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სალოცავში სომხური სამოციქულო ეკლესიის რელიქვიები დააზინაეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამლოცველოში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ხატები დააზინანეს. დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 259 სეკუნდა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ფოტო და ვიდეო მასალას სააგენტო JNEWS ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)