|
2019-04-04 14:25:43, 1411 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა დაჩქარებული წესით პარლამენტს მიმართავს, რომ 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს
საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და 12 მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას ითხოვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას მთავრობაც იზიარებს. ბახტაძემ დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს დღეს მიმართავს. „დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დრეს ასევე ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისდღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ დარწმუნებული ვარ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)