|
2019-04-04 10:24:40, 1170 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობის საკითხები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” მნიშვნელობა და მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გამოფენამ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობის ზრდას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი. როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტის სტიმულირების თვალსაზრისით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)