|
2015-06-23 15:55:21, 554 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის კომისიამ ანკეტების განხილვა დაასრულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს ბენეფიციარების ანკეტების განხილვა საბოლოოდ დაასრულა. გამგეობის ინფორმაციით, კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 35 ანკეტა განიხილა და იქიდან 23 ბენეფიციარს სარეიტინგო ქულა მიანიჭა. საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის კომიის სხდომას გამგებლის მოადგილე და ამავე კომისიის წევრი გიზო სართანია უძღვებოდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის კომისიის ერთერთი წევრის მაია ღურწკაიას თქმით, კომისიამ ეიტინგო ქულების მინიჭებისას სპეციალური ანკეტებითა და ფოტო მასალით იხელმძღვანელა. "კომისიამ დღეს ამომწურავად იმუშავა. სარეიტინგო ქულების მინიჭებისას სპეციალური ანკეტებითა და ფოტო მასალით იხელმძღვანელა. კომისიამ სამ ბალიანი სარეიტინგო ქულებით შეაფასა ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო მდგომარეობა და ახლა მუშაობის ახალ ეტაპზე – შერჩეული ბენეფიციარების მდგომარეობის ადგილზე გადამოწმებაზე გადადის",– განაცხადა მაია ღურწკაიამ. მისივე თქმით, 200–მდე ანკეტიდან ჯამში 23 ოჯახი იქნა შერჩეული, რომელთა საყოფაცხოვრებო მდგომარეობას 25 კაციანი კომისია კიდევ ერთხელ ადგილზე გადაამოწმებს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია ამ ეტაპზე უპირატესობას სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ანიჭებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)