|
2019-04-02 12:44:33, 2066 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი - ქურდობის ფაქტების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სისტემის ჰუმანურობაა
ქურდობის ფაქტების ზრდას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზრდილი კრიმინალის შესახებ ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სისტემის ჰუმანურობაა. „საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული მოგახსენეთ, რომ ამ ნაწილში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი, მოგეხსენებათ, ქურდობა არის ყველაზე რთულად გახსნადი დანაშაული და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებასაც თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის. მოგეხსენებათ, სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური, მაგალითად, დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის ადამიანი შეიძლება ჯარიმით გათავისუფლდეს. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი, იმისთვის, რომ მართლმასაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური, რამეთუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც დღეს ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)